ტრამპმა იფთარი გაუმართა მუსლიმანებს

ეს ტრადიცია ბილ კლინტონმა დაიწყო

1200651
ტრამპმა იფთარი გაუმართა მუსლიმანებს

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რამაზანის, ე.ი. მარხვის თვესთან დაკავშირებით, თეთრ სახლში სამარხვო ვახშამი, იფთარი გამართა, რომელშიც მიწვეულები იყვნენ ვაშინგტონში აკრედიტირებული მუსლიმანური ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში სერდარ ქილიჩი. იფთარის წინ ტრამპმა მოკლე განცხადება გაავრცელა და ყურადღება გაამახვილა მუსულმანებისთვის რამაზანის მნიშვნელობაზე. "ამ დღეებში, როდესაც მუსულმანები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ რამაზანს და მის ფარგლებში მარხულობენ, ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო თეთრ სახლში იფთარს“, ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტები, ბილ კლინტონის აქეთ თეთრ სახლში იფთარზე მასპინძლობენ მუსლიმანებს და ამ ტრადიციას არ ღალატობს ტრამპიც



მსგავსი ინფორმაციები