ქართველი ისტორიკოსი საქართველოში თურქულ წყალზე ხატვის ხელოვნებას „ებრუ“-ს ასწავლის

ქართველი ისტორიკოსი საქართველოში თურქულ წყალზე ხატვის ხელოვნებას „ებრუ“-ს ასწავლის

1200230
ქართველი ისტორიკოსი საქართველოში თურქულ წყალზე ხატვის ხელოვნებას „ებრუ“-ს ასწავლის

ქართველი ისტორიკოსი დარიკო ჩიხლაძე, რომელმაც ტრადიციული თურქული წყალზე ხატვის ხელოვნება „ებრუ“ თურქი ხელოვანებისგან შეისწავლა, საქართველოში ხელოვნების ამ დარგის მოხალისე ელჩი გახდა.

ჩიხლაძე ერთადერთი ადამიანია საქართველოში, რომელიც პროფესიულ დონეზე ასწავლის თურქულ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილის მქონე „ებრუ“ს. იგი ებრუსთან ერთად მომავალ თაობებს ასევე გადასცემს კალიგრაფიისა და მინიატურის ხელოვნების ტექნიკას.   

დარიკო ჩიხლაძემ თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტში 2014-2015 წლებში თურქული ენა შეისწავლა და ამავდროულად მასწავლებლის რჩევით იქვე არსებულ „ებრუ“ს კურსებზეც დაიწყო სიარული და მან მოკლე დროში ეს ხელოვნებაც შეისწავლა.

ხელოვანის თქმთ, „ებრუ“ს მიმართ საქართველოში ბოლო წლებში დაინტერესება დაიწყო და დაამატა: „მიუხედავად იმისა, რომ „ებრუ“ უცხოური ხელოვნების მიმდინარეობაა, ჩვენს ქვეყანაში მის მიმართ დაინტერესება დიდია.“



მსგავსი ინფორმაციები