იცით თუ არა, რომ? 20/2019

ჰიდრელეზი

1207005
იცით თუ არა, რომ? 20/2019

ჰიდრელეზი

იცით თუ არა, რომ ჰიდრელეზი იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი?

ჰიდრელეზი არის 6 მაისის სეზონური დღესასწაულებიდან ერთ-ერთი, რომლის დროსაც გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავენ. ანატოლიაში ზამთრის შემდეგ ბუნების გამოცოცხლებისა და სიუხვისა და ბარაქის მოლოდინის გამომხატველი დღე 6 მაისია და ამ დღეს ჰიდრელეზს უწოდებენ. სწამთ, რომ ამ დღეს წინასწარმეტყველები ხიზირი და ილიასი დედამიწაზე ერთმანეთს შეხვდნენ. ჰიდრელეზს თურქეთის ბევრ რეგიონში ბუნების გამოცოცხლებასთან ერთად მატერიალურად და სულიერად ახალი წლისთვის მომზადების მსურველი მუსლიმი და ქრისტიანული თემები ერთ დღეს აღნიშნავენ. 

ჰიდრელეზის დადგომამდე სახლებში სხვადასხვა კერძებს ამზადებენ, სახლს კარგად ასუფთავებენ და სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე მიდიან, სადაც ბერი ხე, წყაროა და პიკნიკს აწყობენ და ერთობიან. ტერიტორიის შუაგულში უზარმაზარ კოცონს ანთებენ.  ცეცხლზე ლოცვებითა და სიმღერებით მინიმუმ სამჯერ ხტებიან. სურვილებს ფურცლებზე წერენ და საღამოს ვარდის ხის ძირში დებენ, დილით კი მზის ამოსვლამდე აგროვებენ. ზოგჯერ კი იმისათვის რომ სურვილებმა ხიზირამდე მიაღწიოს, მას მდინარეს ატანენ.

2016 წელში თურქეთმა და მაკედონიამ ერთობლივად მომზადებული დოსიე სახელწოდებით „გაზაფხულის დღესასწაული: ჰიდრელზი“ იუნესკოში შეიტანეს. შეფასების შემდეგ იუნესკომ 2017 წელში ჰიდრელეზი კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის საიში შეიტანა. 


საკვანძო სიტყვები: #იცით თუ არა რომ , #ჰიდრელეზი

მსგავსი ინფორმაციები