უზბეკური ჩანაწერები 1

აქტუალური თემის ანალიზი 18/2019

1193290
უზბეკური ჩანაწერები 1

აქტუალური თემის ანალიზი 18/2019

უზბეკური ჩანაწერები 1

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

 

პროგრამის სათაურად  „დაკარგული ცივილიზაციის კვალდაკვალაც“ შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ, როგორც მათურიდის ან კიდევ თურქისტანში ფრედერიკ სტარის მიერ ჩატარებულ სამუშაოებშია მოხსენიებული, „დაკარგული სწავლულები“  არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან,  განმანათლებლობა არის კონცეფცია, რომელიც მოდის დასავლეთიდან,  არ ცნობს რაციონალურობას,  არღვევს ტრადიციებს და  იგი მხოლოდ გონივრულობაზეა დაფუძნებული. შეიძლება, ითქვას, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ყველაზე დიდი,  ანუ პირველი და მეორე მსოფლიო ომები, სწორედ რომ იმ თითქოს და განმანათლებლობის შედეგია.  თუმცა ჩვენ ვეძებთ დაკარგულ ცივილიზაციას, რომელიც კოლონიალიზმზე არ იყო დაყრდნობილი და სამართალი ყველაზე მაღლა იდგა.  

ახალა კი ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ: „თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს, (TİKA)  ანკარის კვლევითი ცენტრის, საბაჰათთინ ზაიმის უნივერსიტეტის და უზბეკეთის ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლობით გასულ კვირას, უზბეკეთში ჩატარებულ სიმპოზიუმს დავესწარი.  იქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო, რადგან  ათასი წლის წინანდელ წინაპრებთან სტუმრობას ვამგვანებდი.

სანამ წავიდოდი უზბეკეთში, ზოგადად შუა აზიის შესახებ თურქულ  ენაზე ჩატარებულ კვლევებს გადავავლე თვალი. იმდენად მწირია ამ საკითხთან დაკავშირებით თურქულ ენაზე ჩატარებული კვლევები,  რომ თითქოს და წინაპრების შესახებ კი არა, მექსიკის შესახებ კვლევებს ვიძიებდი. ასევე სამწუხარო ის გახლავთ, რომ შუა აზიის შესახებ ინგლისურ  და სხვა ენებზე უფრო მეტი წყაროების ნახვაა შესაძლებელი, ვიდრე თურქულ ენაზე.

თურქისტანი

თურქი და უზბეკი ისტორიკოსები, ხშირად ამახვილებენ იმაზე ყურადღებას, რომ  დღეისათვის თურქული წარმომავლობის სახელმწიფოები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მეშვეობით სხვადასხვა სახელწოდებების ქვეყნებად იქნენ დაყოფილი, ადრე თურქისტანის სახელით მოიხსენებოდნენ.  შემდეგ კი სიტყვა თურქისტანი ამ ტერიტორიებზე მივიწყებას მიეცა, ან კიდევ მიზანმიმართულად გაკეთდა ეს ყველაფერი. ანატოლიაში მცხოვრები თურქები, თურქული სახელმწოფოების შესახებ, მხოლოდ თურგუთ ოზალის პერიოდში გავხდით  ინფორმირებულნი.  ამ ვიზიტის პერიოდში სიმპოზიუმზე მონაწილე ერთ-ერთი პირის მიერ გადმოცემული ფაქტი კარგად ასახავს ამ მდგომარეობას. „მე თურგუთ ოზალამდის იაპონელების მიერე მომზადებულ ‘აბრეშუმის გზა’ სახელწოდების პროგრამაში დავინახე ნამაზის მლოცველი ყაზახები,  ყირგიზები და უზბეკები. ჩვენ ეს ხალხები, მხოლოდ და მხოლოდ ისტორიულ წარსულში ჩვენთან ერთად მცხოვრებ ხალხებად ვიცოდით და  თურმე ისინი დღეს დამოუკიდებლად  არსებობენ,“ განაცხადა იმ პირმა.  

წარსულის ცოდნა დღევანდელი ცხოვრებისთვის მართლაც და მნიშვნელოვანი ყოფილა. დიახ, დღეისათვის აღმოსავლეთ თურქისტანად წოდებული ტერიტორია, თურქულ ენოვან სახელმწიფოებს მოიცავდა.

ერთ დროს ოსმალეთის ტერიტორიებში შემავალ საზღვრებში, დღეს  52 ქვეყანა არის შექმნილი. ამჟამად  წარსულის კრიტიკის ნაცვლად, ამ სახელმწიფოებთან უკეთესი კავშირების დამყარებისთვის თუ რა სახის ღონისძიებების გატარება იქნება შესაძლებელი ამაზე უნდა ვიფიქროთ. ამ თვალსაზრისით საფრანგეთის და ინგლისის პოლიტიკა შეიძლება ითქვას, რომ მისაბაძი მაგალითია.

არქიტექტურა

ტაშკენტში რომ ჩავედით,   წვიმიანი გაზაფხულის დღე დაგვხვდა. მე იმ აზრზე დავდექი, თითქოს და ჩვენი წინაპრები, საფლავებში გრძნობენ ჩვენს იქ ყოფნას.  უზბეკეთის სხვადასხვა ქალაქებში როდესაც სეირნობ, პირველ რიგში თქვენ ყურადღებას, ფართო გზები, მაღალი ხეები და კარგად დაცული ისტორიული შენობები იპყრობს. ტაშკენტში, ბუხარაში და სხვა ქალაქებში, ისტორიული ნაგებობები ღია მუზეუმებს ჰგვანან. მაშინ, როდესაც თურქეთიდან ჩასული პირი ამ ყველაფერს თავისი თვალით ხედავს, ფიქრობს,  ჩვენ რატომ დავკარგეთ ეს ყველაფერი.  ახალი ნაგებობებიც, ისტორიულ არქიტექტურასთან იმდენად კარგად არის შეთავსებული და  იმდენად დიდი მსგავსებაა მათ შორის, რომ ვერც კი გაიგებთ, ახალი ნაგებობებია თუ ისტორიული. 

მეცნიერება და ცივილიზაცია

უზბეკეთში ჩასული  ადამიანის ყურადღებას ყველაზე მეტად ისტორიული მედრესეები იპყრობს. მედრესეები იმაზე  მიუთითებს,  თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცეოდა  მე-15 საუკუნეში ამ ტერიტორიებზე მეცნიერებას, კულტურას და ცივილიზაციის განვითარებას. ის რაც მე ტაშკენტში, სამარყანდში და სხვა ქალებში ვნახე, ვიფიქრე, ნეტა დრო მქონდეს  და ამათზე ყურებით მაინც ვტკბობდე მეთქი. უზბეკეთში არსებული ისტორიული მედრესეების უმეტესობა, იუნესკოს სიაშიც არის შეყვანილი.  სამწუხარო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ასობით მედრესიდან, მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. ჩემის აზრით, როგორც უზბეკეთში,  ასევე თურქეთში არსებული ისტორიული მედრესეების ნაგებობები, უნივერსიტეტებთან უნდა იქნეს ინტეგრირებული,“ წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები