უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დასრულდა

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ხმების 73,22%-ით ვლადიმერ ზელენსკი გახდა

1188786
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დასრულდა

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ხმების 73,22%-ით ვლადიმერ ზელენსკი გახდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ კვირის ბოლოს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პროცესი დასრულდა.

კომისიაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, საზღვარგარეთ მიცემულ ხმებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობის დონემ 62,09% შეადგინა და ყველა საარჩევნო ყუთი გაიხსნა.

ხმების დათვლის შედეგების მიხედვით გამარჯვებული 73,22%-ით ვლადიმერ ზელენსკია.

ზელენსკის კონკურენტმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ხმების 24,45% მოაგროვა.

18 მილიონ 491 ათას 840 ხმიდან ზელენსკიმ 13 მილიონ 541 ათას 530, პოროშენკომ კი 4 მილიონ 522 ათას 320 ხმა მიიღეს.  

არჩევნებში გამარჯვებული ზელენსკის ინაუგურაცია 31 მისამდე გაიმართება და შეუდგება მოვალეობის შესრულებას.  
 



მსგავსი ინფორმაციები