თურქული სამზარეულო 17/2019

"სუთლაჩი ღუმელში"

1186732
თურქული სამზარეულო 17/2019

თურქული სამზარეულო 17/2019

"სუთლაჩი ღუმელში"

რძისგან მომზადებული დესერტი თურქული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. იგი ადვილად მოსამზადებელი და ამავდროულად მაღალი კვებითი ღირებულებისაა, რის გამოც ხშირად ანიჭებენ უპირატესობას. განსაკუთრებით მძიმე ვახშმის შემდეგ რძის დესერტი შესანიშნავი არჩევანია. დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ ღუმელში მომზადებული სუთლაჩის რეცეპტს, რომელსაც თურქულ სამზარეულოში ოსმალეთის პერიოდიდან ამზადებენ.  რძის, ბრინჯისა და შაქრის შესანიშნავი ჰარმონიულობით შექმნილი სუთლაჩი გამოყენებული მასალების მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომზადებულ პუდინგებს ჰგავს, თუმცა კონსისტენციის და მომზადების ფორმის მიხედვით მათგან განსხვავებულია.

ღუმელში სუთლაჩის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

½ წყლის ჭიქა ბრინჯი

1,5 წყლის ჭიქა წყალი

5 წყლის ჭიქა რძე

3 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი

1 სუფრის კოვზი სახამებელი

1 პაკეტი ვანილი

1 + 1/3 წყლის ჭიქა შაქარი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე

უპირველეს ყოვლისა ბრინჯი გარეცხეთ და ღრმა ქვაბში ჩაყარეთ. დაასხით ერთ ნახევარი ჭიქა წყალი და მოხარშეთ სანამ წყალს არ დაიშრობს. ამავდროულად მეორე ქვაბში ბრინჯის ფქვილი, სახამებელი, შაქარი და ვანილი ერთმანეთში აურიეთ, ნელ-ნელა რძე დაასხით და ურიეთ მანამ სანამდე ერთნაირ მასას არ მიიღებთ. ქვაბი გაზქურაზე დადგით და ურიეთ შესქელებამდე. 1-2 წუთი დუღილის შემდეგ მოხარშული ბრინჯი ჩაამატეთ და მოურიეთ მანამდე სანამ არ გასქელდება. მომზადებული სუთლაჩი ცეცხლგამძლე თასებში ჩაასხით და დაელოდეთ სანამ არ შეგრილდება. შემდეგ კი თასები ღუმელის ლანგარზე დააწყვეთ. ლანგარზე წყალი დაასხით ისე, რომ თასები ნახევრად დაფაროს. ლანგარი წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით და 15-20 წუთი გააჩერეთ. სუთლაჩი კარგად გააციეთ და სუფრაზე ისე მიიტანეთ.

შეგერგოთ!

 



მსგავსი ინფორმაციები