რუსებს საზღვარგარეთ ცხოვრება ურჩევნიათ

უცხოეთში წასვლა სურს ყოველ მეხუთე რუსს

1179316
რუსებს საზღვარგარეთ ცხოვრება ურჩევნიათ

 

რუსეთში, ყოველი 5 ადამიანიდან ერთს ქვეყნის დატოვება სურს.

Gallup Research-ის კვლევის თანახმად, რუსეთში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა, ყოველი 5 ადამიანიდან ერთს ქვეყნის დატოვება სურს და ყველაზე მეტად ეს მოსკოველებს სურთ.

გაეროს ვარაუდით, 2050 წლამდე, რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 8%-ით შემცირდება.

ქვეყნის დატოვების სურვილს მოსახლეობას, რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, ნატოსა და უკრაინასთან დაკავშირებული სამხედრო ოპერაციების გამო, ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამკაცრებაც უღვიძებს.

გამოკითხული რუსების 40%-ს ევროკავშირში ცხოვრება სურს, 16%-ს შეერთებულ შტატებში, ხოლო 15%-ს კი გერმანიაში ურჩევნია.



მსგავსი ინფორმაციები