1 აპრილი ისტორიაში

1 აპრილი ისტორიაში

1174011
1 აპრილი ისტორიაში

 

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

.....

1 აპრილი იუმორის დღეა. საფრანგეთის მეფე ჩარლს მეცხრემდე ახალი წელი ამ ქვეყანაში 1 აპრილს აღინიშნებოდა, მაგრამ ამ მეფის ბრძანებით ახალი წელი 1 იანვარს იქნა გადმოტანილი. მომდევნო წელს ზოგიერთი ფრანგის მხრიდან ახალი წლის ისევ 1 აპრილს აღნიშვნა, საფრანგეთში ერთგვარი ხუმრობის საგნად იქცა. ამიტომ,  1564 წლის  1 აპრილიდან ეს დღე  „იუმორის დღედ“  აღნიშნება.

1921 წლის 1 აპრილს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის მეორე ინონუს ბრძოლა, თურქების გამარჯვებით დასრულდა.

1924 წლის 1 აპრილს, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით თოფქაფის სასახლე მუზეუმად იქნა გამოცხადებული.

1924 წლის 1 აპრილს, მიუნხენში გადატრიალების მცდელობის ბრალდებით,  ადოლფ ჰიტლერს ხუთი წლით პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს.

1949 წლის 1 აპრილს თურქეთი,   ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციას შეუერთდა.

1950 წლის 1 აპრილს, გაერომ,  იერუსალიმის ორად გაყოფის გეგმას მხარი დაუჭირა. 

1957 წლის 1 აპრილს, დასავლეთ გერმანიის მეცნიერებმა ბირთვულ იარაღზე მუშაობაზე უარი განაცხადეს.

… 

1969 წლის 1 აპრილს, თურქი კომპოზიტორის და  მომღერლის,  მუნირ ნურეთთინ სელჩუკის მიერ ამერიკაში გამართული კონცერტი, 525 ტელეარხით პირდაპირ ეთერში გაშუქდა.

1979 წლის 1 აპრილს, აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ ირანში შარიათი გამოაცხადა.

2009 წლის 1 აპრილს, TRT-ს რადიომ  ქურთულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები