ტურიზმი თურქეთში 8

ხელშეუხებელი თურქული ქალაქი საფრანბოლი

1158244
ტურიზმი თურქეთში 8

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს ქალაქ საფრანბოლის გაგაცნობთ, რომელიც 1994 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეყვანილი

მომხიბლავი ქალაქი საფრანბოლი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ქარაბუქის რაიონში მდებარეობს და თურქეთის ურბანული ისტორიის ხელუხლებელ მაგალითს წარმოადგენს რა, მართლაც ამ ქალაქში შეხვალთ თუ არა, თავს შუა საუკუნეების ოსმალურ ქალაქში იგრძნობთ

საფრანბოლი ერთ-ერთი იშვიათი ქალაქია, რომელიც დაცული ტერიტორიად გამოცხადდა თავისი ტრადიციული ქალაქური ტექსტურით, ხისა და  ქვის მონუმენტური ნაგებობებით.

იგი მე-14 საუკუნეში შევიდა ოსმანეთის მფლობელობაში და მე-18 საუკუნეში უკვე მნიშვნელოვან სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ დასახლებას წარმოადგენდა, რამეთუ იგი ზედ, აზიისა და ევროპის გზა გასაყარზე მდებარეობდა და ამიტომ ქალაქში მრავალი ქარვანსარაი, ე,ი, სატრუმრო, ბაზარი, დუქნები, სახელოსნოები, აბანოები, მეჩეთები და მედრესეები მოქმედებდა, რომლებიც მე-14 საუკუნიდან შემდგომი პერიოდიდან არიან შემორჩენილნი   

მოკლედ, საფრანბოლი არის ისეთი უიშვიათესი ქალაქი, რომელიც ზუსტად ასახავს თურქული კულტურის ტრადიციებს და არქიტექტურას რა, დღემდე ინარჩუნებს ისტორიულ ტექსტურას. სწორედ ამის გამო მას ღია ცისქვეშა მუზეუმსაც ეძახიან

აქაურ ნაგებობებში ძირითადად ქვის, აგურის, კრამიტისა და ხის მასალებია გამოყენებული და ყველა მათგანი ისეა აშენებული, რომ მეზობლების ხედვას ხელი არ შეუშალონ, ხოლო ამის პარალელურად, ქალაქის სტრუქტურაში ადამიანის, ბუნების, სახლის, ქუჩის და ბაზრის ბალანსი დისციპლინირებულად არის დაცული

ძველ ოსმანური ნაგებობები ძირითადა  ორი ან სამსართულიანია საერთო დიდი ეზოთი და ხე-ტყის შესანიშნავი ნიმუშები და ორნამენტები ჩანს ჭერის ჩათვლით ყველა კუთხეში, ხოლო ქუჩები და ეზოები მოკირწყლულია მცირე ქვებით

ამ ესთეტიკურ ნაგებობებში დღეს რესტორნები, კაფეები, საჩაიები, ყავახანები, სანაყინეები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კინოდარბაზები, ინტერნეტ კაფეები, თეატრებია განლაგებული და წლითიწლობით იზრდება აქ ჩამოსულ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტთა რაოდენობა

თქვენც, პატ. რ-ბო, გირჩევთ, აუცილებლად მოინახულეთ წარსულით მსუნთქავ ამ ქალაქს და გვერწმუნეთ, ძალიან კმაყოფილები დარჩებით



მსგავსი ინფორმაციები