იემენს კარგი და ღრმა ურთიერთობები აქვს თურქეთთან

ანკარა გააგრძელებს იემენის ლეგიტიმური მთავრობისადმი მხარდაჭერას

1120375
იემენს კარგი და ღრმა ურთიერთობები აქვს თურქეთთან

იემენის პრეზიდენტის, აბდურაბბუ მანსურის განცხადებით, მათ ქვეყანას კარგი და ღრმა ურთიერთობები აქვთ თურქეთთან და ყოველთვის ცდილობენ ამ ურთიერთობების გაღრმავება-განმტკიცებას.

იემენის საინფორმაციო სააგენტო SABA-ს ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა მანსურმა, თურქეთის ვადა დასრულებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სანაში ლევენთ ელერი, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მიიღო და საუბრის დროს კმაყოფილება გამოთქვეს ორი ქვეყნის ღრმა და კეთილი ურთიერთობების მიმართ.

თურქმა დიპლომატმა ამასთან მადლობა გადაუხადა მანსურს მისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და თანამშრომლობის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ანკარა, იემენის ლეგიტიმური ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერის პოზიციას არ შეიცვლის



მსგავსი ინფორმაციები