თურქეთში 2019 წლის დადგომა აღნიშნეს

თურქეთში 2019 წლის დადგომა აღნიშნეს

1117030
თურქეთში 2019 წლის დადგომა აღნიშნეს

თურქეთში 2019 წლის დადგომა აღნიშნეს.

სტამბოლში თაქსიმის მოედანსა და ისთიქლალის პროსპექტზე შეკრებილმა დიდი რაოდენობით ადგილობრივებმა და ტურისტებმა ახალი წლის დადგომა აღნიშნეს.

ქადიქოის, ისთიქლალის პროსპექტის, თაქსიმის მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე პოლიციამ უსაფრთხოების ინტენსიური ზომები გაატარა. შემოწმებული იქნა ყველა საეჭვო პირის ვინაობა.

დედაქალაქ ანკარაში კი 2019 წელს ქიზილაიზე გუვენპარკში ზეიმით შეხვდნენ.

დედაქალაქის მცხოვრებლებმა საღამოს საათებიდან 15 ივლისის სახელობის ქიზილაის მოედანზე შეკრება დაიწყეს და ცივი ამინდის მიუხედავად გუვენპარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები ახალ წელს შეეგებნენ.

საახალწლო საღამოები გაიმართა დედაქალაქის გასართობ ადგილებშიც.

ქალაქ იზმირში კი საახალწლო ზეიმი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო, სადაც იზმირელები ახალ წელს დიჯეი მანოს კონცერტით შეხვდნენ.

თურქეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრებიდან ანტალიის დაბა ალანიაში ადგილობრივები და ტურისტები ახალ წელს ალანიის ციხეზე და გასართობ ცენტრებში შეხვდნენ.

ახალი წლის დადგომისთანავე ზღვის შუქურიდან, სასტუმროებიდან და გასართობი ცენტრებიდან ფოიერვერკები გაუშვეს, რამაც ძალზედ ლამაზი სანახობა შექმნა.  


საკვანძო სიტყვები: #ახალი წელი , #2019 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები