ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებიც გამოვლინდნენ

ამ პრემიას კონგოელი ექიმი და ერაყელი იეზიდი ქალი გაიყოფენ

1063149
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებიც გამოვლინდნენ

 

წლევანდელი ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ კონგოელი ექიმი დენის მუკვეგე და ერაყელი იეზიდი უფლებადამცველი ქალი ნადია მურადი.

ნობელის კომიტეტის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუკვეგემ და მურადიმ ეს პრემია დაიმსახურეს "ომში და შეიარაღებულ კონფლიქტში სექსუალური ძალადობის ერთგვარ იარაღად გამოყენების შეჩერების სამუშაოებისათვის“.

კონგოელი აქტივისტი 1955 წელს დაიბადა, იგი პროფესიით გინეკოლოგია და ქალაქ ბუკავუში მოქმედ “პანზის“ სახელწოდების თავის საავადმყოფოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს კურნავს. მან მრავალი საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა ჯილდოც.

იეზიდი აქტივისტი ნადია მურადი, 2011 წელს, როცა იგი 21 წლის იყო, ერაყში DEAŞ-ის მიერ იქნა გატაცებულ  და ამავე ორგანიზაციამ მისი 6 ძმა მოკლა. მოგვიანებით მან შეძლო გაქცევა ორგანიზაციიდან და გერმანიას შეაფარა თავი.

2016 წელს მურადი დასახელდა გაეროს კეთილი ნების ელჩად, ხოლო 2017 წელს მას ვაცლავ ჰაველის ჯილდო მიეცა. დაეშის ტყვეობიდან გაქცევის შემდეგ მურადიმ მკაცრი ბრძოლა გამოუცხადა ტრეფიკინგის და მის შეჩერებას ცდილობდა.

გაეროში მუშაობის პერიოდში იგი დიდ ძალისხმევას იჩენდა ლტოლვილ ქალთა და ახალგაზრდა გოგონების ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.


 



მსგავსი ინფორმაციები