ტრამპი რუჰანის არ შეხვდება

ამის შესახებ ტრამპმა ტვიტტერით განაცხადა

1056444
ტრამპი რუჰანის არ შეხვდება

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ  Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში განაცხადა, რომ ის არ აპირებს ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან შეხვედრას.

"მიუხედავად დიდი მოთხოვნებისა, მე არ ვგეგმავ ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან შეხვედრას, შეიძლება მომავალში დადგეს ასეთი დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ნამდვილად საყვარელი ადამიანია!", აღნიშნავს ტრამპი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ,  გაეროს 73-ე გენერალური ასამბლეის სამიტის წინ განაცხადა, რომ ტრამპს გაეროს ფარგლებში რუჰანისთან შეხვედრა სურს.

პომპეომ ამერიკულ ტელეარხ NBC-სათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა: "პრეზიდენტი ტრამპი სიამოვნებით შეხვდება ნებისმიერ პირს და ამისგან იგი დიდ სიამოვნებას განიცდის".

თუმცა, მისივე თქმით შეხვედრის მოთხოვნა ტრამპთან, მოპირდაპირე მხრიდან უნდა წამოვიდეს



მსგავსი ინფორმაციები