თავისუფლების ფლოტილია კვლავ ღაზისკენ მიეშურება

მან უკვე 15 ქვეყანა მოიარა

1018588
თავისუფლების ფლოტილია კვლავ ღაზისკენ მიეშურება

 

იტალიის ქალაქ პალერმოს პორტიდან გავიდა და ღაზის ნავსადგურისაკენ აიღო გეზი მე-5 თავისუფლების ფლოტილიამ, რომელიც მიზნად ისახავს 2006 წლიდან ისრაელის მიერ ბლოკადაში მოქცეული ღაზის სექტორისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და ამასთან, ამ საკითხზე საერთაშორისო ცნობიერების ჩამოყალიბება-ამაღლებას.

ჰუმანიტარულმა ფლოტმა სტარტი 15 მაისს ნორვეგიიდან აიღო, შემდეგ შვედეთში და ევროპის სხვა, მთლიანობაში 15 ქვეყნის პორტში ჩამოუშვა ღუზა რა, ბოლოს პალერმოში შევიდა, საიდანაც უკვე ღაზისაკენ გაეშურა.

ფლოტის აქტივისტები ევროპის ყველა პორტში, ისრაელის მხრიდან ღაზაში დაწესებული ბლოკადის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ცდილობდნენ.

თავისუფლების ფლოტის გემბანზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სულ 40 აქტივისტია



მსგავსი ინფორმაციები