მექსიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ობრადორმა ხმების 48%-ით გაიმარჯვა

1004066
მექსიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

 

ლათინური ამერიკის სახელმწიფო მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 48% მოაგროვა და გაიმარჯვა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა.

ქვეყნის 130 მილიონიანი მოსახლეობიდან 89 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია და მათგან 62%-მა მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში.

ეროვნული არჩევნების ინსტიტუტის (INE) არაოფიციალური შედეგების მიხედვით, რომელიც ჯერ ჯერობით განაგრძობს განახლებას, მაგრამ, არ არის მოსალოდნელი რაიმე რადიკალური ცვლილება მასში, ობრადორმა ხმების 48% მოაგროვა და ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა.

მისმა მეტოქეებმა, რიკარდო ანაია კორტესმა ხმების 27%-ი, ხოსე ანტონიო მედე კურიბრენამ 17%-ი და ჯემ როდრიგეს კალდერონმა კი 6%-ი მოაგროვეს



მსგავსი ინფორმაციები