ჩავუშოღლუ მიუნხენიდან ამანს გაემგზავრება

განიხილავენ აქტუალურ საკითხებს

912932
ჩავუშოღლუ მიუნხენიდან ამანს გაემგზავრება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფი ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუთ ჩავუშოღლუ, დღეს, გერმანიიდან იორდანიას გაემგზავრება, სადაც მას თავისი კოლეგა, ეიმენ ეს საფადი ვახშამს მოუწყობს, ხოლო მათი პირისპირი შეხვედრა კი ხვალ დილით გაიმართება. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქ დიპლომატს ამ ქვეყნის მეფე აბდულლაჰიც მიიღებს. “ამანის შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად სირიის და ახლო აღმოსავლეთის სხვა პრობლემური და აქტუალური საკითხები განიხილება“, აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები