ამერიკელები ტრამპის წინააღმდეგ მასიურ მსვლელობებს აწყობენ

ამ მსვლელობებს “ქალების მარში“ ჰქვია

893395
ამერიკელები ტრამპის წინააღმდეგ მასიურ მსვლელობებს აწყობენ

 

აშშ-ში, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტობის წლისთავზე, მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მის წინააღმდეგ და ასი ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქვეყნის ორასამდე დიდ ქალაქში.

“ქალთა მარშები“, ასე ჰქვია მასობრივ გამოსვლებს და მასზე ძალზედ აკრიტიკებენ რა ტრამპის ადმინისტრაციას და მათ პოლიტიკას, ტრამპის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვირიან.

ტრამპი კი ირონიულად შეხვდა ამ გამოსვლებს და twitter-ით გავრცელებულ პოსტში დაწერა, რომ ქალების გარეთ სიარულისათვის მშვენიერი ამინდია და მათ აუცილებლად უნდა აღნიშნონ, მისი 12 თვის განმავლობაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვებები.

ტრამპის საწინააღმდეგო “ქალთა მარშები“ გასულ წელს, მისი ინაუგურაციის კვალდაკვალ მოეწყო და მასში 5 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა  



მსგავსი ინფორმაციები