TRT-მ ახალი სერიალი „Kut'ül Amare“ გადაიღო

პირველი სერია 18 იანვარს TRT 1-ს არხზე გაშუქდება

887869
TRT-მ ახალი სერიალი „Kut'ül Amare“ გადაიღო

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობამ (TRT) ახალი სერიალი, „ქუთულ ამარე“ რომლის სამზადისიც ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, გადაიღო და მისი პირველი სერია 18 იანვარს TRT 1-ს არხზე გაშუქდება. TRT-ს ახალ სერიალთან დაკავშირებით გენერალურმა დირექტორმა იბრაჰიმ ერენმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სერიალის  გადასაღებად დიდი ჯაფა გაიღეს. მისივე თქმით TRT-მ „Diriliş Ertuğrul“ და  „Payitaht Abdülhamid“-ის სერიალებით  დიდი წარმატება მოიპოვეს. „ჩვენ წარმატებას ახალა „ქუთულ ამარე“-თი გავაგრძელებთ. ყველა დიდი მოთმინებით ელოდება ამ სერიალს. პირველი სერია 18 იანვარს გაშუქდება. ქუთილ ამარეს გამარჯვების სერიალად გადასაღებად დიდი ხანია ვმუშაობთ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სერიალიც დიდ წარმატებას მიაღწევს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს გარეთ. ფილმის გადასაღებად, ერაყის ქალაქ ელ-კუთში, სტამბოლში და იზმირში უზარმაზარი პლატოები იქნა შექმნილი,“ განაცხადა ერენმა. TRT-ს გენერალურ დირექტორმა ასევე დასძინა, რომ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად სამომავლოდაც აპირებენ შესაბამის სამუშაოების ჩატარებას.



მსგავსი ინფორმაციები