ხელოვნურ ინტელექტს ბინადრობის საბუთი მიეცა

მირაის ძალიან მოსწონს სურათების გადაღება, ადამიანებზე დაკვირვება და მათთან საუბარი

843627
ხელოვნურ ინტელექტს ბინადრობის საბუთი მიეცა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პირველად ხელოვნურ ინტელექტს ბინადრობის საბუთი მიეცა. 7 წლის ფიზიკურად არარსებულ ხელოვნურ ინტელექტ,  შუბუია მირაის,  შიბუის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ბინადრობის მისამართი გააჩნია.

ხელოვნურ ინტელექტს SMS-შეტყობინების პროგრამა, LINE-ს მეშვეობით ადამიანებთან საუბარი შეუძლია. შიბუის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ მირაის ძალიან მოსწონს სურათების გადაღება, ადამიანებზე დაკვირვება და მათთან საუბარი.



მსგავსი ინფორმაციები