ფიზიკის დარგშიც გამოვლინდნენ ნობელიანტები

ამ დარგში პრემიებიც 3 ამერიკელ მეცნიერს გადაეცემა

819373
ფიზიკის დარგშიც გამოვლინდნენ ნობელიანტები

ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებით, წლევანდელი ნობელის პრემიები ფიზიკის დარგში, გრავიტაციული ტალღების შესახებ გამოკვლევებისა და აღმოჩენების ავტორებს, მასაჩუტესის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გერმანული წარმოშობის მეცნიერ რეინერ ვეისს, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ ბარი ბარიშს და კიპ ტორნეს გადაეცემათ.

ასე რომ, 1,1 მილიონი დოლარის ფულადი პრემიის ნახევარი ვეისს გადაეცემა, ხოლო დანარჩენ ნახევარს ბარიში და ტორნე გაიყოფენ.

ამ მეცნიერებს დიპლომები და ოქროს მედლები 10 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ საზეიმო ცერემონიაზე გადაეცემათ.

შვედეთის სამეფო აკადემიის მხრიდან  ქიმიის ჯილდოს გამარჯვებული ხვალ, მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პარასკევს და ეკონომიკის პრემიის  გამარჯვებულის ვინაობა  კი 9 ოქტომბერს გამოცხადდება



მსგავსი ინფორმაციები