ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ ისრაელის ქმედება დაგმო

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ ისრაელის ქმედება დაგმო

781952
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ ისრაელის ქმედება დაგმო

სტამბოლში გამართულ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ბოლო დროს ისრაელის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები მკაცრად დაიგმო. ისრაელის მხრიდან მესჯიდი აქსას, ჰარემი-შერიფის შესასვლელთან განხორციელებული ქმედებების შემდეგ, თურქეთის მოწოდებით შეკრებილმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მესჯიდი აქსა ისლამის პირველი ყიბლე (მიმართულება) და სამ წმინდა ადგილთაგან ერთ-ერთია. ამიტომ იერუსალიმი, როგორს მუსლიმანების რელიგიური და სულიერი სიწმინდე მისი დაცვაც აუცილებელია. „მესჯიდი აქსას დახურვა, პალესტინელი მუსლიმანებისთვის და ქრისტიანებისთვის ღვთისმსახურების ძალის გამოყენებით აკრძალვას, პალესტინელი მუსლიმანების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალადობის გამოყენებას და ისრაელის მხრიდან ბოლო დროს განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებას მკაცრად ვგმობთ,“ ნათქვამია ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში.



მსგავსი ინფორმაციები