დღეს ყადირის ღამეა

დღეს ყადირის ღამეა

756936
დღეს ყადირის ღამეა
ayasofya.jpg

ისლამში, ათას თვეზე უფრო სასარგებლოდ მიჩნეული ყადირის ღამე, დღეს საღამოს აღინიშნება. ამ ღამესთან დაკავშირებით ანკარაში პრეზიდენტის სასახლის გვერდით მყოფ, მილლეთის სახელობის მეჩეთში სპეციალური პროგრამა გაიმართება, რომელსაც თვით პრეზიდენტიც დაესწრება. ყადირის ღამესთან დაკავშირებით ასევე სპეციალური პროგრამა გაიმართება  სტამბოლშიც, რომელსაც თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს უფროსი მეჰმედ გორმეზიც დაესწრება. მან,  ამ ღამესთან დაკავშირებით მესიჯიც გაავრცელა, რომელშიც წერია: „ყადირის ღამეს, ჩვენ მორწმუნეები ვალდებული ვართ საუკუნეების წინ ზეგარდმოვლენილი წმ. ყურანი, რომლის მისიაც კაცობრიობის გათვითცნობიერებაა,   ჩვენ გულებში ჩავინერგოთ.“   


საკვანძო სიტყვები: #ისლამი , #ყადირის ღამე

მსგავსი ინფორმაციები