ანკარამ კატართან მიმართებით პირველი განცხადება გაავრცელა

“შექმნილი სიტუაცია ძალზედ სამწუხაროა“

746124
ანკარამ კატართან მიმართებით პირველი განცხადება გაავრცელა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ თავის გერმანელ კოლეგა ზიგმარ გაბრიელთან ერთად ანკარაში გამართულ პრეს კონფერენციაზე 7 არაბული სახელმწიფოს მხრიდან კატართან შეწყვეტილ დიპლომატიურ ურთიერთობებსაც შეეხო და თქვა, რომ შექმნილი სიტუაცია ძალზედ სამწუხაროა. “ანკარა ყველა პირობებში დიალოგის გაგრძელებას უჭერს მხარს, რათა არსებული პრობლემები მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტუაცია ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. არაბულმა სახელმწიფოებმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბულმა ემირატებმა, იემენმა, ლიბიამ და მალდივებმა კატარი ტერორიზმისადმი მხარდაჭერაში დაადანაშაულეს  და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს



მსგავსი ინფორმაციები