გერმანელმა მინისტრმა მუსლიმანები შეაქო

ქრისტიანებსაც და სხვებსაც მუსლიმანებისგან ბევრი რამ აქვთ შესასწავლი

740203
გერმანელმა მინისტრმა მუსლიმანები შეაქო

 

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შუბლემ გერმანულ რადიო “Deutschlandfunk“-თვის მიცემულ ინტერვიუში ამ ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმანებსაც შეეხო და თქვა, რომ ისინი დიდ შანსს წარმოადგენენ გერმანიისათვის. მისივე თქმით, ისლამი დიდ მნიშვნელობას აძლევს ისეთ ადამიანურ ღირებულებებს, როგორებიც არის სიკეთე, შემწყნარებლობა, მოთმენა, სოლიდარობა და ამიტომ ქრისტიანებსაც და სხვებსაც მუსლიმანებისგან  ბევრი რამ აქვთ შესასწავლი. “ისლამი გერმანიის ნაწილი გახდა და ამიტომ მუსლიმანებთან დიალოგი აუცილებელია“, ხაზგასმით განაცხადა გერმანელმა მინისტრმა  



მსგავსი ინფორმაციები