რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიაში

უკრაინამ სამოილოვას ვიზა არ მისცა

712982
რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიაში

 

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, EBU-მ განაცხადა, რომ წელს,  უკრაინის დედაქალაქ კიევში გასამართ 62-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსში რუსეთის წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას.

EBU-ს განცხადებით, რუსეთის წარმომადგენელ იულია სამოილოვას, მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი უთხრა ვიზის გაცემაზე, მოსკოვს ორი სხვა ალტერნატივა შესთავაზეს და მან არც ერთი არ მიიღო.

პირველი ალტერნატივით სამოილოვას სატელიტური კავშირით მონაწილეობა შესთავაზეს, ხოლო მეორე ალტერნატივით რუსეთს ახალი კანდიდატურის წამოყენება შესთავაზეს და ორივე წინადადებაზე უარი განაცხადა, რის გამოც რუსეთი წლევანდელ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ამის კვალდაკვალ რუსეთის პირველი ტელეარხი არ მოაწყობს ევროვიზიის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას.

უკრაინამ სამოილოვას იმის გამო უთხრა უარი ვიზაზე, რომ მან რუსეთის მხრიდან ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის უნებართვოდ ჩაატარა კონცერტი



მსგავსი ინფორმაციები