უცხოელების განათლება თურქეთში

სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

708054
უცხოელების განათლება თურქეთში

უმაღლესი განათლება თურქეთში 9/2017

სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოგესალმებით. დღეს თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს და წამყვან, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გესაუბრებით

ალბათ მსოფლიო ისტორიიდან მოგეხსენებათ, რომ სტამბოლი გააშენა ბიზანტიის დიდმა იმპერატორმა კონსტანტინემ და ამიტომ მის საპატივსაცემოთ ასე ერქვა ამ ქალაქს თურქების დაპყრობამდე. პირველი ქალაქი აქ ევროპულ ნაწილში, სარაიბურნად წოდებულ ადგილზე გაშენდა, რომელიც ფაქტიურად ნახევარკუნძულს წარმოადგენს და მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული. სარაიბურნუს ჩრდილოეთიდან ცნობილი “ოქროს რქა“, ე.ი. ჰალიჩის უბე ესაზღვრება, სამხრეთიდან მარმარილოს ზღვა და აღმოსავლეთიდან ბოსფორის სრუტე. სარაიბურნუს ყველაზე მაღალ ადგილზე სტამბოლის მშვენება, სულეიმანიეს სახელობის მეჩეთ-კომპლექსია და სწორედ მის გვერდით მდებარეობს სტამბოლის სახელოვანი უნივერსიტეტი. ამავე უბანში მდებარეობენ ასევე ქალაქის ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული და ტურისტული ღირსშესანიშნაობანი, აიასოფიის ტაძარი, თოფკაფის სასახლე, იერებათანის მიწისქვეშა წყალსაცავი, რომელიც ბიზანტიის ეპოქიდანაა შემორჩენილი, სირქეჩის ვაგზალი, რომელიც ევროპიდან მომავალი მატარებლებისათვის ბოლო გაჩერება იყო და ა.შ.

სტამბოლის უნივერსიტეტი აქ პირველად 1321 წელს გაშენდა და მასში სამედიცინო, იურიდიული, ლიტერატურის და ფილოსოფიის ფაკულტეტები ფუნქციონირებდა. 1453 წელს თურქების მხრიდან სტამბოლის დაპყრობის მეორე დღესვე, ამ ქალაქის ახალგაზრდა დამპყრობმა, სულთანმა მეჰმეტ მეორემ, ახალი უნივერსიტეტის აშენების ბრძანება გასცა. 1470 წლიდან კი ამ უბანში მდებარე ფატიჰის სახელობის მეჩეთთან  ფუნქციონირება დაიწყო მედრესემ, ე.ი. იმდროინდელმა უნივერსიტეტმა, რომლის შესასვლელი კარიბჭე თვით სულთანმა მეჰმეტ მეორემ დაამზადებინა

თურქეთის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, კონკრეტულად კი 1933 წელს, ათათურქის ინიციატივით სტამბულის ამ ერთადერთი უნივერსიტეტის ახლიდან რეორგანიზაცია მოხდება და მასში მუშაობას დაიწყებენ ჰიტლერის ფაშიზმს გამოქცეული მრავალი ევროპელი პროფესორ-აკადემიკოსები. სხვათა შორის ეს უნივერსიტეტი 2011 წელს ერთადერთი გახდა თურქეთიდან, რომელიც მსოფლიოს 500 ყველაზე საუკეთესო უნივერისტეტის სიაში შევიდა. გარდა ამისა, დღეს სტამბოლის ეს უნივერისტეტი აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში 100 ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტში შედის და მასში სულ მთლიანობაში 88 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, ხოლო მათ განათლებას აძლევს 12 ათასზე მეტი პედაგოგი  

სტამბოლის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღება როგორც თურქულ, ასევე ინგლისურ ენებზე ხდება. მრავალმილიონიანი ქალაქის ყველაზე ტურისტულ რეგიონად სწორედ სარაიბურნუს ნახევარკუნძული ითვლება და აქ მოხვედრა შესაძლებელია მეტროთი, ავტობუსებით, მარშრუტკებით, სწრაფი მატარებლით, გემით. როგორც ზემოთაც ვთქვით, აქვეა მრავალი ისტორიულ-არქიტექტურული და კულტურულ-ტურისტული ნაგებობაც და უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციებს შორის შესვენებაზეც კი შეუძლიათ გაეცნონ მათ, რადგან, მხოლოდ 10 წუთით ფეხის სავალზეა თუნდაც აიასოფია, თუნდაც  სულთანაჰმედის მეჩეთი და ა.შ. სტამბოლის უნივერსიტეტის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ინტერნეტ გვერდზე-www.istanbul.edu.tr  



მსგავსი ინფორმაციები