გიუნტერ ფერჰიოგენიმ ანადოლუ აჟანს-ს ინტერვიუ მისცა

მან გერმანიის მხრიდან თურქი პოლიტიკოსების მიმართ შემოღებული აკრძალვები სამარცხვინოდ შეაფასა

697820
გიუნტერ ფერჰიოგენიმ ანადოლუ აჟანს-ს ინტერვიუ მისცა

ყოფილმა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენმა, თურქულ საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანს ინტერვიუ მისცა და თურქეთში 16 აპრილს  გასამართი რეფერენდუმის შესახებ ისაუბრა რა,  გერმანიის მხრიდან თურქი პოლიტიკოსების მიმართ შემოღებული აკრძალვები სამარცხვინოდ შეაფასა.  მისი თქმით: „მრავალი პოლიტიკოსის მხრიდან თურქი დიპლომატების არასასურველ უცხოელებად შერაცხვა ამომრჩევლებს მოსწონთ. ჰოლანდიის პრემიერი აცხადებს, რომ თურქეთისადმი მკაცრმა დამოკიდებულებამ მას არჩევნებში ხმები მოუმატა, ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ მსგავსი პოპულისტური განწყობის ადამიანები სახელმწიფოს სათავეში არ უნდა მოვიდნენ.“ მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირ-თურქეთს შორის გაფორმებულმა რეადმისიის შეთანხმებამ ევროპაში არალეგალურად შესული მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირა და ამ წარმატებას  ევროპის ყველა ქვეყანა აღიარებს. „ამ ყველაფრის სანაცვლოდ ევროკავშირმა თურქეთისადმი მიცემული სიტყვა ნაწილობრივ შეასრულა. მინდა ვთქვა, რომ პრინციპში ეს ხელშეკრულება არაადამიანურად მიმაჩნია, რადგან ადამიანები არ უნდა იყვნენ პოლიტიკის ვაჭრობის საგანი. მაგრამ  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთს ამ შეთანხმებაზე ხელო რომ არ მოეწერა, ასი ათასობით ადამიანი ან ხმელთაშუა ზღვაში ჩაიხრჩობოდნენ, ან კიდევ საბერძნეთის კუნძულებზე დარჩებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები