არაბი ინვესტორები TAF'2017-ს შეუერთდებიან

სტამბოლში, მე-12-ედ გაიმართება თურქულ-არაბული ეკონომიკური ფორუმი (TAF'2017)

696817
არაბი ინვესტორები TAF'2017-ს შეუერთდებიან

მიმდინარე წლის 23 მარტს, სტამბოლში, მე-12-ედ გაიმართება თურქულ-არაბული ეკონომიკური ფორუმი (TAF'2017), რომელსაც შეუერთდებიან არაბული სამყაროს ინვესტორები.

ფორუმის გახსნა მოსალოდნელია ვიცე-პრემიერის მეჰმედ შიმშეკის მხრიდან. ფორუმი უმასპინძლებს დაახლოებით 500-ზე მეტ მაღალი რანგის წარმომადგენელს. თურქ ბიზნესმენთა ჯგუფს წარადგენს თურქეთის სასაქონლო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი რიფათ ჰისარჯიკოღლი.

მოხსენებით გამოვა თურქეთის კეთილდღეობის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარე და გენერალური დირექტორი მეჰმედ ბოსტანი.

თურქეთიდან მსოფლიოს სტაბილურობის მესიჯი მიეცემა საბანკო, საფინასო, საამშენებლო სექტორის თემებზე სხდომების ჩატარებით.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ტარდება სტამბოლში ხსენებული ფორუმი სახელწოდებით:-„მსოფლიოსა და რეგიონში ეკონომიკურად უფრო ძლიერი თურქეთი“.

 



მსგავსი ინფორმაციები