12 მარტი ისტორიაში

12 მარტი ისტორიაში

259529
12 მარტი ისტორიაში

12 მარტი ისტორიაში

1921 წლის 12 მარტს თურქეთის ეროვნული ჰიმნი პარლამენტში დამტკიცდა. განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში სულ 724 ლექსი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გავიდა და გაიმარჯვა მეჰმედ აქიფ ერსოის ლექსმა. ეს ლექსი თურქეთის პარლამენტში პირველად იმ პერიოდის განათლების მინისტრმა ჰამიდულლაჰ სუფი თანრიოვერმა წაიკითხა.

1935 წლის 12 მარტს თურქი მწერალი იუსუფ აქჩურა გარდაიცვალა. თურქული ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერთაგანი, მწერალი და ისტორიკოსი იუსუფ აქჩურა სტამბოლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ჰარბიეს სამხედრო სკოლაში სწავლების პერიოდში მისი ნაციონალური მსოფლმხედველობის გამო იგი თანამედროვე ლიბიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მდებარე ფეცანში გადაასახლეს. მაგრამ მალე მას ეს სასჯელი შეუმსუბუქეს და ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში იხდიდა რა, აქედან იგი საფრანგეთში გაიქცა და პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში დაიწყო სწავლა.

1938 წლის 12 მარტს გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდის თავისი ტერიტორიების გაფართოების მიზნით ავსტრია დაიპყრო. სახელმწიფოს სათავეში ნაცისტების მოსვლის შემდეგ, კონკრეტულად კი 1937 წელს იტალიასთან შეთანხმებით ავსტრიაზე ზეწოლა განახორციელეს და დაიპყრეს. ავსტრიის დაპყრობას ჩეხოსლოვაკიის და პოლონეთის დაპყრობაც მოჰყვა. გერმანიის მიერ ტერიტორიების გაფართოების მიზნით აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობა მეორე მსოფლიო ომის დაწყების საბაბთაგან ერთერთია.

1999 წლის 12 მარტს ვარშავას პაქტის წევრი ქვეყნებიდან პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ. 1955 წელს 8 სოციალისტური ქვეყნის მხრიდან ვარშავას პაქტი შეიქმნა და მისი მიზანი იყო ნატოსათვის წინააღმდეგობის გაწევა. დასავლეთის ბლოკის წინააღმდეგ შექმნილი ეს აღმოსავლეთის ბლოკი ცივი ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლით, ევროპაში ორი სამხედრო ძალის არსებობას ბოლო მოეღო.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები