ისრაელში ეზნის აკრძალვის პირველი კენჭისყრა გაიმართა

კანონპროექტის მიხედვით ღამის 23:00 საათსა და დილის 07:00 საათს შორის დინამიკებით კითხვა აიკრძალა

687504
ისრაელში ეზნის  აკრძალვის პირველი კენჭისყრა გაიმართა

ისრაელში ეზნის გარკვეულ საათებში დინამიკებით კითხვის აკრძალვის კანონპროეტი პარლამენტში პირველივე კენჭისყრით დამტკიცებულ იქნა. კანონპროექტის მიხედვით ღამის 23:00 საათსა და დილის 07:00 საათს შორის დინამიკებით კითხვა აიკრძალა. პარლამენტში მის აკრძალვა 55 ხმით, 48-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. კანონპროექტის დამტკიცება არაბმა პარლამენტარებმა თექბირებით  გააპროტესტეს. კენჭის ყრის შემდეგ სიტყვით გამოსულმა არაბმა პარლამენტარმა, აჰმედ თიიბიმ განაცხადა: „ეზანი ლოცვისკენ მოწოდებაა და ნეთანიაჰუს და მისი მომხრე რადიკალი მემარჯვენეების მიუხედავად ამ ტერიტორიებზე ეზნის ხმა ყოველთვის იქნება.“ აღნიშნული კანონპროექტის ოფიციალურად დასამტკიცებლად კიდევ ორჯერ უნდა გაიმართოს კენჭისყრა. ეზნის აკრძალვის საკითხი გასულ თვეებშიც იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ზოგიერთმა ებრაელმა პარლამენტარებმა მას შეეწინააღმდეგა, რადგან წმინდა შაბათის დღეს შოფარის აკრძალვის საშიშროებაც შეიძლება დამდგარიყო დღის წესრიგში. კანონის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ საათებში მიკროფონით ეზნის მკითხველი 1200-დან, 2600-მდე დოლარით  დაჯარიმდება.



მსგავსი ინფორმაციები