მონრეალი “მიგრანტთა თავშესაფარ ქალაქად“ გამოცხადდა

დახმარება გაეწევა ყველა სოციალურად დაუცველ მიგრანტს

677616
მონრეალი “მიგრანტთა თავშესაფარ ქალაქად“ გამოცხადდა

როგორც განაცხადა კანადის ქალაქ მონრეალის მერმა დენის კოდერრემ, მერიის საკრებულოს მხრიდან ერთხმად მიღებული დადგენილებით, მონრეალი “მიგრანტთა თავშესაფარ ქალაქად“ გამოცხადდა და ყველა ის არალეგალი, რომელიც აშშ-დან ფეხით გადავა კანადაში და ამ ქვეყანას შეაფარებს თავს, რაიმე იურიდიული დოკუმენტიც რომ არ გააჩნდეს, მათ ყველანაირი მომსახურება გაეწევათ.

მისივე თქმით ეს არ იქნება და არ დარჩება სიმბოლური ქმედების დონეზე და დახმარებას გაუწევენ სოციალურად დაუცველ ყველა ადამიანს.

ამ დროს ქალაქ მონტრეალში და მის მიდამოებში მცხოვრებმა მუსლიმანებმა, მთლიანობაში 20-მდე არასამთავრო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარების კამპანია დაიწყეს იმ 7 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებთაც ტრამპმა ამერიკაში შესვლა აუკრძალათ.

ამ კამპანიის ფარგლებში კანადელებისგან ზამთრის ტანსაცმელი, კვების პროდუქტები, საქირაო საცხოვრებელი სახლები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფული და ა.შ. ითხოვება.

 



მსგავსი ინფორმაციები