თურქეთის, თურქისტანისადმი მიმართული საჯარო დიპლომატია

ესენია , თრტ, TİKA და BYEGM

660310
თურქეთის, თურქისტანისადმი მიმართული საჯარო დიპლომატია

           თურქეთის, თურქისტანისადმი მიმართულ საჯარო დიპლომატიაში, სამი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იკავებს ადილს:-ესენია თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტი (თრტ), თურქეთის, საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) და პრესის და ინფორმაციის დირექტორატი (BYEGM).

დღეს, ინფორმაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფუძნებული საქმიანობა ცნობილია საჯარო დიპლომატიის ინსტიტუტის სახით.

ამ პროგრამაში, გავაანალიზებთ, თურქეთის, თურქისტანისადმი მიმართულ საჯარო დიპლომატიაში, სამი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის TRT, TİKA და პრესის და ინფორმაციის დირექტორატის (BYEGM) საქმიანობას.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        თურქეთი, ორი ათასი წლის განმავლობაში, თავის საგარეო პოლიტიკაში, გამოკვეთავს ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებს და მიმართავს მრავალგანზომილებიან საგარეო პოლიტიკას.  ამ კონტექსტში, გავლენიანი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საჯარო დიპლომატია. აქედან გამომდინარე თურქეთის, თურქისტანისადმი მიმართულ საჯარო დიპლომატიაში სამი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის  TRT, TİKA და  პრესის და ინფორმაციის დირექტორატის (BYEGM) საქმიანობას განვიხილავთ ქვეყნების და რეგიონის ფარგლებში.

 თურქეთის, საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს, ყაზახეთში მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობად ითვლება, სახელმწიფოში პედაგოგების და სტუდენტებისთვის პროფესიული სწავლების პროგრამირება,  საერთო საცხოვრებლით, შენობის, მომსახურების ტრანსპორტით, სხვადასხვა მასალებით უზრუნველყოფა, ჯანდაცვის სფეროში  ამზადებს ყაზახი ექიმებისთვის პროფილის შესაბამის  საგანმანათლებლო პროგრამებს, ახდენს ჯანდაცვის ორგანიზაციების სარეაბილიტაციო აღჭურვილობით უზრუნველყოფას. ადმინისტრაციულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სფეროში, ყაზახეთის სახელმწიფო პერსონალებს და ყაზახეთის ეროვნული ბანკების ადმინისტრატორ სპეციალისტებს აძლევს განათლებას, ქმნის სათარგმნ ცენტრს და აწარმოებს ტერორიზმის საკითხში თანამშრომლობით სამუშაოებს. გარდა ამისა თურქულ ასოციაციებს უზრუნველყოფს საჭირო მასალით, თანამედროვე ტექნიკის აღჭურვილობით. მუშაობს უნარშეზღუდულების ტრანსპორტით, ობოლთა თავშესაფრების ავეჯით, სკოლების, ბიბლიოთეკების ტექნიკური დანადგარებით მომარაგებისთვის მხარდაჭერაზე. კავშირგაბმულობის სფეროში თიკა მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს თურქულ სამყაროსთან დოკუმენტური ფილმების გადაღების და მაუწყებლობისთვის,  სოფლის მეურნეობაში მეხილეობის და ბამბის მოყვანის საკითხში მხარდაჭერისთვის.

        TİKA-ს ყირგიზეთში საქმიანობის ფარგლებში ხდება სკოლების ინვენტარით, ავეჯით და წიგნებით მომარაგება, სკოლების გარემონტება, საერთო საცხოვრებლების გაშენება. „ისტორიული წარსულიდან მოყოლებული დღემდე, ყირგიზეთ-თურქეთის ურთიერთობების“ სახელწოდების საერთაშორისო სიმპოზიუმის მსგავსი ღონისძიებების და ფორუმებისთვის მხარდაჭერა.

ჯანდაცვის სფეროში, საავადმყოფოებს  დახმარებას უწევს სხვადასხვა აღჭურვილობის და მოწყობილობის ყიდვისთვის,  წყლის და სანიტარიის სფეროში ახდენს უსაფრთხო სასმელი წყლის და სარწყავის პროექტების მომზადებას.

ადმინისტრაციულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სფეროში, სასწავლო პროგრამების მომზადება ხდება  მთავარი პროკურორების, ექსპერტების, ბიუროკრატებისთვის. ახდენს სამთავრობო უწყებების ტექნიკური აღჭურვილობით მომარაგებას.  ასევე საყურადღებოა ისეთი თურქული ასოციაციებისთვის მხარდაჭერა, როგორიცაა თურქი მესხები, უიღურთა ალიანსი. დახმარება ეწევა ბავშვთა თავშესაფრებს, ბავშვთა პარკების მშენებლობას, მესხ თურქებთან დაკავშირებულ ასოციაციებს.

        უზბეკეთში, TİKA-ს ინტენსიური სამოქმედო არეალია ჯანდაცვის სფერო.   იქ ხდება ექიმებისთვის სასწავლო პროგრამების ჩატარება, ბავშვების გასინჯვა და ქირურგიული ოპერაციები. 23 აპრილის ბავშვთა ზეიმზე უზბეკი ბავშვების მონაწილეობისთვის მხარდაჭერა და სხვა სოციალური ღონისძიებებისთვის საფუძვლის მომზადება. სამუშაოები ტარდება სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში

        TİKA, თურქმენეთში განაგრძობს განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმის და მეცხოველეობის მსგავს სფეროებში საქმიანობას. გარდა ამისა, ახდენს ადმინისტრაციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და იქ მომუშავე სპეციალისტებისთვის განათლების მიცემის პარალელურად, ახდენს თურბეს სამლოცველოების რესტავრაციას.

 მედიის სფეროში, ყველაზე მნიშვნელოვანია პრესის და ინფორმაციის დირექტორატის (BYEGM) სამდივნოს თურქულენოვანი სახელმწიფოებისა და სათვისტომოების მასმედიის პლატფორმა. 2010 წელში შექმნილმა, თურქულენოვანი სახელმწიფოების მასმედიის ფორუმმა, დროთა განმავლობაში ტრადიციული სახის მიღებით უზრუნველყო TÜRKMEP-ის ჩამოყალიბება. თურქული საბჭოს სახელმწიფო მეთაურების მე-4-ე სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, TÜRKMEP-ის ინიციატივით, წინამდებარე წლებში დაგეგმილია თურქულენოვან სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საბჭოსთვის საფუძვლის მომზადება.

        პრესის და ინფორმაციის დირექტორატის BYEGM-ის, რეგიონთან დაკავშირებით, კიდევ ერთ სამუშაოდ ითვლება თურქეთის მასმედიის სასწავლო პროგრამის (TÜMEP), ცხოვრებაში გატარება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა  ჟურნალისტების თურქეთში გამასპინძლებას, მათი პროფესიული განათლების ამაღლებას და თურქეთის გაცნობას.

გარდა ამისა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) მხრიდან საერთაშორისო მასმედიის საგანმანათლებლო საშუალებების პროგრამებში ცენტრალური აზიის ჟურნალისტების მონაწილეობის უზრუნველყოფა ხდება  BYEGM-ის თანამშრომლობით.

        თურქეთის რეგიონისადმი მიმართულ ყველაზე საუკეთესო ინვესტიციად ითვლება 2009 წლის 21 მარტიდან მოყოლებული წარმართული, TRT-ავაზის არხი, რომელიც  მიზნად ისახავს თურქული სამყაროს საერთო ხმად გადაქცევას.

 ამ არხით მაუწყებლობა ხდება ყაზახურის, უზბეკურის და თურქმენულის ჩათვლით აზერბაიჯანული თურქულით და ბოსნურ ენებზე.  სხვადასხვა დიალექტებზე ხდება ისეთი სერიალების ჩვენება, როგორიცაა  ‘Deli Yürek’, ‘Ekmek Teknesi’, ‘Kurtlar Vadisi. ანადოლუს საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, რუსულად ხდება  თურქეთის ხმის რეგიონისთვის მიწვდენა. გარდა ამისა, თრტ-ს უცხოეთის მაუწყებლობის დეპარტამენტის მხრიდან, გადაცემები და ინტერნეტ მაუწყებლობა წარმოებს თურქული ენის სხვადასხვა დიალექტებზე, აზერბაიჯანულად, ყაზახურად, ყირგიზულად, თურქმენულად უზბეკურად, თათრულად  და უიღურულად, რომელიც ამ სფეროში  მნიშვნელოვანი სახალხო დიპლომატიის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ეს გახლდათ,ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #თურქისტანი , #დიპლომატია

მსგავსი ინფორმაციები