პარლამენტში მეორე ტურის კენჭისყრა დაიწყო

უკვე მიღებულ იქნა 7 მუხლი

654689
პარლამენტში მეორე ტურის კენჭისყრა დაიწყო

თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში საკონსტიტუციო ცვლილებების შემცველი პაკეტის მეორე ტურის კენჭისყრას გუშინ საღამოს დაწყებულ გენერალურ სესიაზე მიეცა სტარტი და 18 მუხლიდან დილამდე 7 უკვე ხელმეორედ იქნა მიღებული.

პირველი კენჭისყრის მსგავსად, მეორე ტურშიც თითოეული მუხლის დახურული კენჭისყრა მიმდინარეობდა და ამიტომ კამათებიც მხოლოდ კენჭის საყრელი მუხლის გარშემო მიმდინარეობდა. პაკეტის პირველი მუხლი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნას ითვალისწინებს, მეორე მუხლით დეპუტატების რაოდენობა 550-დან 600-მდე იზრდება, მესამე მუხლით საარჩევნო ასაკი 25-დან 18 წლამდე შემცირდება, მეოთხე მუხლით დეპუტატების და პრეზიდენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ, ერთ და იმავე დღეს ჩატარდება, მე-5 და მე-6 მუხლები დეპუტატების უფლებამოსილებებს და ხელშეუხებლობებს ახლიდან განსაზღვრავს, ხოლო მე-7 მუხლი პრეზიდენტობის კანდიდატების პირობებს განსაზღვრავს.

დღეს დანარჩენი მუხლების კენჭისყრა შესდგება და თუ რომელიმე მუხლი 330 ხმაზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ, ეს მუხლი პაკეტიდან ამოღებულ იქნება



მსგავსი ინფორმაციები