თურქეთი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში მეექვსე, ევროპაში მეოთხე ადგილზეა

თურქეთი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში მეექვსე, ევროპაში მეოთხე ადგილზეა

650201
თურქეთი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში მეექვსე, ევროპაში მეოთხე ადგილზეა

თურქეთის კულტურის და ტურიზმის მინისტრმა ნაბი ავჯი ანკარაში მიმდინარე მეცხრე ამბასადორიალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ თურქეთი ტურიზმის სფეროში რუსეთიდან, გერმანიიდან და ინგლისიდან შემოსულ ტურისტებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ განსხვავებულ სფეროებშიც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. მისივე თქმით ტურიზმის ბაზარში ინგლისთან და  რუსეთთან ერთად იაპონიის, ინდოეთის, ჩრდილოეთ ევროპის, სამხრეთ ამერიკის და არაბული ქვეყნების ჩართულობაცაა საჭირო. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ თურქეთი ტურიზმის სფეროში გამონაკლის ქვეყნებს შორისაა.  „თურქეთი მსოფლიოში მეექვსე, ევროპაში კი მეოთხე ადგილზეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა პირველ სამეულში შევიდეთ. ამისათვის კი ყველა პირობა გვიწყობს ხელს, უფრო მეტიც, მეტოქეებზე გაცილებით მეტი უპირატესობაც გვაქვს. ეს კი ყველასათვისაა ცნობილი,“ განაცხადა კულტურის მინისტრმა.   ნაბი ავჯიმ ბოლოს დაამატა, რომ ქვეყანაში ტურიზმის განსავითარებლად სამთო ტურიზმი, ჯანდაცვის ტურიზმი რწმენის ტურიზმი და სხვა მრავალ სფეროში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას აპირებენ, რათა თურქული კულტურის უფრო ეფექტურ გაცნობას შეუწყონ ხელი.



მსგავსი ინფორმაციები