აშშ 20 იანვრის ინაუგურაციისათვის ემზადება

ტრამპი ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდება

648453
აშშ 20 იანვრის ინაუგურაციისათვის ემზადება

აშშ 20 იანვრის ინაუგურაციისათვის ემზადება და ამ დღეს ტრამპი ობამასაგან ოფიციალური ზეიმით გადაიბარებს ქვეყნის მართვას, ამიტომაც ინაუგურაციას ახალი და ძველი პრეზიდენტების ოჯახების სრული შემადგენლობით დაესწრებიან.

მანამდის კი ამ ოჯახებს შორის პირველი შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება და ამით სტარტი მიეცემა პრეზიდენტის რეზიდენციის ჩაბარება-გადაბარების პროცესს, რის შემდეგაც ობამა და ტრამპი სენატში გადავლენ, სადაც ფიცის ცერემონიალი მოეწყობა და ტრამპი ქვეყნის რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდება.

ქვეყნის კონსტიტუციით ტრამპი ფიცის ტექსტს ბიბლიაზე ხელის დადებით წაიკითხავს და ცერემონიას მრავალი მიწვეული სტუმარიც დაესწრება, მათ შორის ჰილარი კლინტონიც, რომელიც ბოლო არჩევნებში ტრამპის მეტოქე იყო



მსგავსი ინფორმაციები