ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 30

მუღლას თერმული წყლები

73573
ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 30

ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 30

როგორც ამ ციკლური პროგრამის წინა ნომრებშიც გითხარით, მცირე აზია, ე.ი. ანატოლია ისტორიის ყველა ეტაპზე მდიდარი იყო როგორც მინერალური და თერმული წყლებით, ასევე ბალნეოლოგიური ტალახებითაც და საერთოდ, გეოთერმული წყაროების მხრივ თურქეთი რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც ხსენებული მინერალებით თუ ტალახებით მკურნალობა უძველესი დროიდან მოდის. ამავე თემაზე გავაგრძელებთ საუბარს დღესაც და გაგაცნობთ თურქეთის ყველაზე განთქმულ ჯანდაცვის კურორტებს. წინა პროგრამაში გესაუბრეთ ბოლუს გეოთერმულ წყლებზე და კურორტებზე, დღეს კი ჯანდაცვის ტურიზმის სხვა განთქმულ კურორტს მუგლას გაგაცნობთ და ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:
მუგლას ოლქი განთქმულია ისეთი კურორტებით, როგორებიცაა ბოდრუმი, მარმარისი, დატჩა, ფეტჰიე და ა.შ. ასე რომ, ანტალიის შემდეგ ყველაზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები და დამსვენებლები მუგლას ოლქში ჩამოდიან. გასული წელს ამ ოლქს მთლიანობაში 3 მილიონი ტურისტი ეწვია. მუგლას საზღვაო სანაპიროს მთლიანი სიგრძე 1500 კმ-ია და ამითაც თურქეთში ყველაზე გრძელი საზღვაო სანაპიროს მქონე ოლქის სახელს ატარებს.


ჰისარის სახელწოდების მთის კალთაზე მდებარეობს ქალაქი მუგლა, რომელიც ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს და მას 3 ატას წლიანი ისტორია გააჩნია. აქ ყველაზე უწინ კარიელები ცხოვრობდნენ და ამიტომ ზუძველეს ეპოქებში აქაურობას კარიის სახელით მოიხსენიებდნენ. ხეტები კი ლუგგას ეზახოდნენ ამ რეგიონს. მომდევნო ეპოქებში აქ ცხოვრობდნენ ფრიგიელები, ლიდიელები სპარსელები, რომაელები, ბიზანტიელები, სელჩუკები. 1391 წელს ეს ადგილები ოსმანი ფადიშაჰის ილდირიმ ბეაზითის ხელში გადავა და მენთეშელები დასახლდებიან. მუგლას ოლქი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებითაც მდიდარია და აქ 6 ანტიკური ქალაქი და 102 არქეოლოგიური ცენტრი მოქმედებს. გარდა ამისა ტურისტების ყურადღებას იპყრობს ძველი თურქული და ბერძნული არქიტექტურით ნაგები სახლები, რომლებშიც მუზეუმები, რესტორნები და სასტუმროებია განლაგებული


ახლა კი გადავიდეთ მუგლას თერმული და მინერალური წყლების გაცნობაზე. აქაც მრავალი თერმული და ბალნეოლოგიური ცენტრი მოქმედებს და მათ შორის ყველაზე განთქმულია სულთანიეს კაპლიჯა, რომელიც მდებარეობს ქოიჩეგიზის რაიონში და რომელსაც ყოველწლიურად 10 ათასობით ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი თუ ავადმყოფი სტუმრობს. მთლიანად მწვანეშია ჩაფლული სულთანიეს კაპლიჯა და 112 სახეობის ფრინველს სტუმრობს რა, ამიტომაც მას ფრინველთა სათხესაც ეძახიან


აქაურ თერმულ ცენტრებს 2 ათას წლიანი ისტორია გააჩნიათ და უძველეს ბერძნულ მითოლოგიებში აქაურობას უკვდავების მაძიებელთა ადგილად მოიხსენიებენ. შეიძლება ეს გამოთქმა ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ, აქაური მინერალური და თერმული წყლები აჯანსაღებენ მრავალგვარ დაავადებებს. პირველი საავადმყოფო აქ რომალებემა გააშენეს და მის შესასვლეში ასეთი წარწერა გააკეთეს: ღმერთების სახელით აქ სიკვდილი ვერ შედის. სწორედ აქედანვე წარმოსდგება აქვე მდებარე მთის სახელწოდება “Ölemez”, რაც ნიშნავს უკვდავებას
მოკლედ, ათასობით წლებია რაც აქაური წყლები ადამიანების ჯანმრთელობას ემსახურებიან. მიწიდან ამომავალი წყლის საშუალო ტემპერატურა 39-40 გრადუსია და იგი შეიცავს სხვადასხვა მინერალებს და რადიოაქტიურ ნივთიერებებს- კალციუმის ქლორიდს, კალციუმის სულფატს, კალციუმის სულფიდს, ბრომიდს, თუთიას, რადონს და ა.შ. ამიტომაც გამოიყენებიან ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორებიცაა რევმატული დაავადებები, თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები, მეტაბოლური დარღვევები, ფსიქიკური დაღლილობა, კანის და გინეკოლოგიური დაავადებები.

როგორც ვთქვით აქაური წყლები რადიოაქტიური ნივთიერებებითაც გამოირჩევიან, რაც ზრდის მკურნალობის ზალას და ამიტომაც აქ ხოხვით მოსულები შესაბამისი სამკურნალო კურსის გავლის სემდეგ თავიანთი სვლით მიდიან. სამაგიეროდ სულთანიეს წყლები ვერ მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა კიბო, ტუბერკულოზი, გულის ან ქრონიკული თირკმლის დაავადებები და ა.შ. სულთანიეს კაპლიჯას გააჩნია თერმული წყლით სავსე როგორც დახურული, ასევე ღია საცურაო აუზები, ბალნეოლოგიური ტალახით სამკურნალო კაბინეტები. მოკლედ, მუგლას ოლქში მდებარე სულთანიეს კაპლიჯა ყველანაირად მზადაა ავადმყოფების თუ უბრალოდ ტურისტების მისაღებად და სამკურნალო თვისებებთან ერთად გარემო ბუნების სილამაზე და სუფთა ჰაერიც იზიდავს აქ ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს, ამიტომაც ყოველწლიურად იზრდება აქ ცამოსულთა რაოდენობა, წერს იალჩინ ოზლემი


საკვანძო სიტყვები: #მუღლა , #თერმული წყლები

მსგავსი ინფორმაციები