სერგეი ლავროვი თურქეთს ეწვია

იგი ალანიაში თურქეთ-რუსეთის შეკრებას შეუერთდება

621152
სერგეი ლავროვი თურქეთს ეწვია

წუხელ თურქეთს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ეწვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც დღეს თავის თურქ კოლეგა მევლუტ ჩავუშოღლუსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ანტალიის მახლობელ საკურორტო ქალაქ ალანიაში დაგეგმილ თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფის მე-5 შეკრებაში.

მომავალ ორშაბათს თურქეთის პრემიერი მოსკოვში ჩავა და ამ ვიზიტის წინ დიპლომატები პირისპირ შეხვედრაზე განიხილავენ როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს, ხოლო სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფის შეკრებაზე  ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, თავდაცვის მრეწველობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოების და კიდევ სავარაუდოდ, უკრაინაში და სირიაში შექმნილი ვითარებას დაუთმობენ ყურადღებას.

გარდა ამისა ალანიის შეხვედრაზე ასევე რუსი ტურისტების რაოდენობის ხელახლა 4,5 მილიონამდე გაზრდას და კიდევ თურქული ხილ-ბოსტნეულის რუსეთში ექსპორტის ამკრძალავი დადგენილებების გაუქმების საკითხებსაც განიხილავენ



მსგავსი ინფორმაციები