ელ ჯეზირემ ერდოღანის ცხოვრებას დაუთმო პროგრამა

“ჩემი ცხოვრების ლამპარი მუჰამედი და მისი წიგნია“

603652
ელ ჯეზირემ ერდოღანის ცხოვრებას დაუთმო პროგრამა

კატარის ტელეარხ ელ ჯეზირეს ცნობილმა წამყვანმა, ალი ელ ზუფეირმა პროგრამა “ელ მუქაბელე“-ს ბოლო ნომერი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ცხოვრებას დაუთმო. პროგრამის პირველი ნაწილი დოკუმენტურ ფილმს დაეთმო, რომელიც ერდოღანის ბავშვობის, ახალგაზრდობის, პოლიტიკური ცხოვრების დაწყების და პრეზიდენტობისაკენ მიმავალ გზას ეხება.

პროგრამაში ასევე ის ლექსიც იქნა წაკითხული, რომლის გამო 1998 წელს ერდოღანს რამდენიმე თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პროგრამის მეორე ნაწილი ერდოღანთან ინტერვიუს დაეთმო და მასში წამყვანი პრეზიდენტს 15 ივლისის სამხედრო ამბოხების მცდელობის ღამეს განცდილ გრძნობებზე ეკითხება, რაზეც ერდოღანი ასეთ პასუხს იძლევა:

“ჩვენ იმ ღამეს დემოკრატიის ცნება ახლიდან განვსაზღვრეთ, ხოლო ამის პარალელურად მთელ  სამყაროსაც ვუჩვენეთ, თუ მუსულმანს როგორი პოლიტიკის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ასევე ხელახლა განვმარტეთ სეკულარიზმის ცნებაც, რომ სეკულარიზმის არსი, რელიგიური თუ ინტელექტუალური ცხოვრების ყველა ფენისა თუ ჯგუფისათვის ისეთი ქმედებაა, როგორიც მათ თვით სურთ, ხოლო მთავრობა კი ვალდებულია ყველა ამ ფენისა თუ ჯგუფის თავისუფალი ცხოვრება და რწმენა გარანტიის ქვეშ აიყვანოს“. ერდოღანმა იქვე დაამატა, რომ პუტჩის ღამეს მას საბერძნეთის კუნძულებზე გაქცევა შესთავაზეს, მაგრამ, მან ყველაფერზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ იმ ხალხის გვერდზე უნდა ყოფილიყო, რომელმაც იგი აირჩია დემოკრატიულ არჩევნებზე.

“მე ამ მიწაზე დავიბადე და აქ მოვკვდები, ამიტომაც არსად წასვლას არ ვაპირებ. მე იმ ღამეს ვისარგებლე პრინციპით, რომ რომელიმე ხალხის ლიდერი თუ ლოდის უკან დაიმალება, მაშინ, ხალხი მთის უკან დაიმალება და ამიტომ დავრჩი ჩემს ხალხთან ერთად მოედანზე და ასე დავამარცხეთ პუტჩი“, აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით თავისი პირადი ცხოვრების ლამპრად  წმინდა შუამავლის, მუჰამედის ცხოვრება და მისი წმინდა ყურანი აქვს აღებული



მსგავსი ინფორმაციები