კანადა 2017 წელში 300 ათას მიგრანტს მიიღებს

პრიორიტეტი დაეთმობა უმაღლეს განათლებას და პროფესიას

601371
კანადა 2017 წელში 300 ათას მიგრანტს მიიღებს

კანადის მოქალაქეობისა და იმიგრაციის მინისტრმა ჯონ მაკკალუმმა ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როგორც წინა წლებში, ეს ქვეყანა მომავალ წელშიც შეინარჩუნებს მიგრანტთათვის გამოყოფილ კვოტას და 2017 წელში 300 ათასამდე თავშესაფრის მაძიებელს და მიგრანტს მიიღებენ რა, ამით ჯერ ერთი ქვეყანაში არსებულ  სამუშაო ძალის უკმარისობას აღმოფხვრიან, ხოლო მეორეს მხრივ ასაკოვანი მოსახლეობის გაახალგაზრდავებას შეუწყობენ ხელს, ამიტომაც მისაღებ კონტინგენტში პრიორიტეტს დაუთმობენ უმაღლესი განათლების მქონეებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. მაკკალუმის განცხადებითვე 2017 წლის 1 დეკემბრიდან რუმინეთის და ბულგარეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს მოუხსნიან     



მსგავსი ინფორმაციები