Expo 2016 ანტალია ოფიციალური ცერემონიით დაიხურა

23 აპრილს გახსნილი Expo 2016 ანტალია ოფიციალური ცერემონიით დაიხურა

600249
Expo 2016 ანტალია ოფიციალური ცერემონიით დაიხურა

23 აპრილს გახსნილი Expo 2016 ანტალია ოფიციალური ცერემონიით დაიხურა. ღონისძიებაზე, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ, მაყურებელმა შესანიშნავი წარმოდგენა იხილა.

ცერემონიას სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუქ ჩელიქიც ესწრებოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 191 დღის მანძილზე Expo-მ 4 ნახევარ მილიონ დამთვალიერებელს უმასპინძლა და მათი ერთი მესამედი ბავშვი იყო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის Expo 2016-ის თემას „ყვავილი და ბავშვი.“

ცერემონიის ბოლოს Expo-ს დროშა 2019 წლის Expo-ს მასპინძელ პეკინის დელეგაციას გადაეცა.

Expo-ს ტერიტორია კი სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტროს გადაეცა.

საგამოფენო ტერიტორია დამთვალიერებლებისთვის ისევ ღია იქნება.


საკვანძო სიტყვები: #Expo 2016 ანტალია , #Expo , #ანტალია

მსგავსი ინფორმაციები