ესპანეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ამით დასრულდა 10 თვიანი პოლიტიკური გაურკვევლობა

599863
ესპანეთს ახალი მთავრობა ჰყავს

როგორც იქნა 10 თვიანი პოლიტიკური გაურკვევლობის შემდეგ, ესპანეთში სახალხო პარტიის ლიდერ მარიანო რაჟოის მხრიდან შექმნილმა ახალმა, უმცირესობის მთავრობამ მეორე ტურის კენჭისყრაში ნდობის ვოტუმი მიიღო.

350 სავარძლიან პარლამენტში ახალი კაბინეტს 111 უარყოფითი  ხმის წინააღმდეგ დადებითი ხმა მისცა 170 დეპუტატმა, ხოლო 68 კი თავის შეიკავა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში პრემიერმა რაჟოიმ თქვა, რომ მისი სურვილია, ეს ახალი კაბინეტი უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდეს და გააგრძელონ გასული 4 წლის განმავლობაში დაწყებული რეფორმები, რათა დასძლიონ ეკონომიკური კრიზისის შედეგები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და უმუშევრობის შემცირებას.

ახლა რაჟოი ამ კაბინეტს მეფე ფილიპე მეექვსეს დასამტკიცებლად წარუდგენს 3 ნოემბერს, ხოლო 4 ნოემბერს ფიცის ცერემონიალის დასრულების შემდეგ მინისტრები დაიწყებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ კენჭისყრის დროს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო გამოსვლა მიმდინარეობდა და ისინი პარლამენტისაგან ახალი კაბინეტისათვის უარყოფითი ხმის მიცემას მოითხოვდნენ     



მსგავსი ინფორმაციები