საბერძნეთის დედაქალაქ ათენში თურქული ფილმების დღეები დაიწყო

ათენში თურქეთის საელჩოს კულტურის განყოფილების მიერ ორგანიზებული ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ელჩმა ქერიმ ურასმა და მსახიობმა ბურაქ ოზჩივიტმა მიიღეს

589828
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში თურქული ფილმების დღეები დაიწყო

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში თურქული ფილმების დღეები დაიწყო.

ათენში თურქეთის საელჩოს კულტურის განყოფილების მიერ ორგანიზებული ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ელჩმა ქერიმ ურასმა და მსახიობმა ბურაქ ოზჩივიტმა მიიღეს.

ფესტივალის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩმა ურასმა დასძინა, რომ მისი მოვალეობაა ქვეყნებს შორის ხიდის გადება და მისი საბერძნეთში ყოფნის ბოლო დღეს ეს მისთვის კარგი საჩუქარია.

ოზჩივიტმა კი აღნიშნა, რომ სერიალები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან კავშირებს ამყარებენ და დაამატა: „საბერძნეთში თქვენს სახლებს ვსტუმრობთ. ეს იმის მაჩვენებელია რამდენად დიდი საქმეა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მოვიარე ქალაქი, ვნახე ადამიანები, რომლებიც თურქულს სწავლობენ და თურქულად  საუბრობენ, სერიალებს ასეთი გავლენაც აქვთ.“

ფესტივალზე, რომელიც 15 ოქტომბერს დასრულდება, ნაჩვენები იქნება საერთაშორისო აღიარების მქონე ახლო წარსულში გადაღებული თურქული ფილმები “Kardeşim Benim” (ჩემო ძმაო), რომელშიც მთავარ როლს ბურაქ ოზჩივიტი ასრულებს, ჩაღან ირმაქის ფილმი “Unutursam Fısılda” (თუ დამავიწყდა ჩამიჩურჩულე), ემინ ალპერის „Tepenin Ardı” (ბორცვის უკან) , ქაან მუჟდეჯის “Sivas” (სივასი), დერვიშ ზაიმის “Balık” (თევზი), თოლგა ქარაჩევიქის “Sarmaşık” (სურო) და ნური ბილგე ჯეილანის კანის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი “Bir Zamanlar Anadolu’da” (ერთ დროს ანატოლიაში).



მსგავსი ინფორმაციები