ჯამალა სტამბოლში ჩამოვიდა

17 აგვისტოს მას პირველი კონცერტი ექნება

551665
ჯამალა სტამბოლში ჩამოვიდა

მიმდინარე წლის ევროვიზიის სიმღერების გამარჯვებული ყირიმელი ჯამალა სტამბოლში ჩამოვიდა და 17 აგვისტოს აქ პირველი კონცერტი ექნება.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მას დახვედრა მოუწყეს თურქეთში მოქმედმა ყირიმელი თურქების კულტურისა და თანადგომის საზოგადოების წევრებმა და ჟურნალისტებმა, რომლებთანაც საუბარში თქვა, რომ ეს არის მისი პირველი ჩამოსვლა სტამბოლში და მეტად ბედნიერად გრძნობს თავს.

მანვე მკაცრად დაგმო პუტჩის მცდელობა და თურქ ხალხს სამძიმარი გადაუხადა პუტჩის დროს დაღუპულების გამო.

ჯამალამ ბოლოს მადლობა გადაუხადა დამხვდურებს და სამახსოვრო სურათებიც  გადაიღო მათთან.

ყირიმელმა მომღერალმა შვეციის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ ევროვიზიის სიმღერების 61-ე კონკურსზე ყირიმელი თათრების ციმბირში გადასახლების  ტრაგედიის ამსახველი სიმღერა “1944“ შეასრულა და 534 ქულით პირველი ადგილი დაიკავა



მსგავსი ინფორმაციები