სარაევოს 22-ე კინოფესტივალი დაიწყო

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული ღონისძიება სარაევოს 22-ე კინოფესტივალი დაიწყო

550954
სარაევოს 22-ე კინოფესტივალი დაიწყო

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული ღონისძიება სარაევოს 22-ე კინოფესტივალი დაიწყო.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მომხდარი ომის იარების მოშუშებისა და სარაევოს კუტურისა და ხელოვნების ცენტრად გადაქცევისათვის ორგანიზებული სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი გრანდიოზული ცერემონიით გაიხსნა.

სარაევოს სახალხო თეატრში გამართული ღონისძიების გახსნის ცერემონიამდე ხელოვანებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და თაყვანისმცემლებს მიესალმნენ.

ფესტივალის წლევანდელი საპატიო სტუმარი ამერიკელი მსახიობი რობერტ დენიროა, რომელსაც სპეციალური ჯილდო „სარაევოს გული“ გადაეცა.  

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა ფესტივალში მონაწილეობას იღებს ფილმით „შეგირდი“.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზედაც 61 ქვეყნის 223 ფილმია წარმოდგენილი, 20 აგვისტომდე გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #სარაევო , #კინოფესტივალი

მსგავსი ინფორმაციები