ქალინმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ New York Times-ს

“ამერიკამ გულენი თურქეთს უნდა გადმოსცეს“

536887
ქალინმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ  New York Times-ს

პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ  New York Times-ს და მასში ხაზი გაუსვა, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მოთავედ მიჩნეული ფეტულაჰ გულენი, რომელიც FETÖ-ს ტერ ორგანიზაციის ლიდერად მოიაზრება და რომელიც ამჟამად აშშ-ს ქალაქ პენსილვანიაში ცხოვრობს, ვაშინგტონმა აუცილებლად უნდა გადმოსცეს ანკარას, რათა, როგორც პუტჩის ლიდერი, თურქეთის სასამართლოს წარუდგეს და პასუხი აგოს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის.

ქალინის აზრით მათთვის, რომლებიც 15 ივლისის მცდელობას ერდოღანის მხრიდან წინასწარ დადგმულ სპექტაკლად მიიჩნევენ, წინასწარ დადგმულ ასეთივე სპექტაკლად უნდა მიიჩნიონ ასევე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ ორკის ტყუპ ცათამბჯენზე.

“დაკავებული და დაპატიმრებული გენერლების და სხვა სამხედროების დაკითხვებმა დაადასტურეს, რომ სამხედრო ხუნტის უკან ფეტულაჰ გულენი დგას და დღეს მისი ორგანიზაციის წევრებისგან იწმინდება სახელმწიფო სტრუქტურები, რათა მომავალში აღარ განმეორდეს ასეთი მცდელობები“, წერს იბრაჰიმ ქალინი და ამატებს, რომ ფეტულაჰელები 1980-იანი წლებიდან თავს დიდ ქველმოქმედებად აჩვენებდნენ, მაგრამ, თურმე ამ ნიღბის ქვეშ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ და სწორედ ისინი დგანან წინა წლებში მომხდარი სახელმწიფო შეთქმულებებისაც და დღემდე გაუხსნელი პოლიტიკური მკვლელობების  უკანაც.

ქალინი ასევე აღნიშნავს, რომ გულენმა არ უნდა მოახდინოს მანიპულირება ამერიკის კანონებით, რათა თავიდან აიცილოს თურქული სამართლის წინაშე წარდგომა  



მსგავსი ინფორმაციები