სტამბოლს “სკორპიონი“ ეწვია

მისმა კონცერტმა სრულ ანშლაგში ჩაიარა

528187
სტამბოლს “სკორპიონი“ ეწვია

სტამბოლში მიმდინარე “50 წლის ფესტივალის ფარგლებში“ სცენაზე გამოვიდა ცნობილი გერმანული როკ ჯგუფი სკორპიონი, რომელმაც კონცერტი გიგანტური თურქეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ ჩაატარა.

სკორპიონის რეპერტუარში იყო მისი ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიც არიან "Still Loving You", "Wind of Change", "Rock You Like a Hurricane", "Send Me an Angel", "No One Like You", "Always Somewhere"  და სხვები.

შეიძლება ითქვას, რომ კონცერტმა სრულ ანშლაგში ჩაიარა.

ჯგუფის ვოკალისტმა, კომპოზიტორმა და სიმღერების ტექსტების ავტორმა კლაუს მაინმა განაცხადა, რომ სტამბოლში ხელმეორედ გამოსვლის გამო ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს.

სკორპიონი 1965 წელს გიტარისტმა რუდოლფ შენკერმა გერმანიის ქალაქ ჰანოვერში შექმნა და იგი ყველა დროის ყველაზე საუკეთესო როკ ჯგუფთაგანად ითვლება დღესაც



მსგავსი ინფორმაციები