გუშინ ნარკობიზნესთან და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნა

მსოფლიოში ნარკოტიკების ვაჭრობიდან მიღებული წლიური მოგება 1,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს

518813
გუშინ ნარკობიზნესთან და  ტრეფიკინგის წინააღმდეგ  ბრძოლის დღე აღინიშნა
numan kutrulmuş.jpg

26 ივნისი მსოფლიოში  ნარკოტიკებთან და  ტრეფიკინგის წინააღმდეგ  ბრძოლის დღედ აღნიშნება და ამასთან დაკავშირებით სტამბოლის მწვანე მთვარის საზოგადოებამ სპეციალური შეკრება მოაწყო, რომელიც ერთი რუსი ფოტოგრაფის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ოჯახის წევრების მხრიდან 5 წლის განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისას გადაღებული ფოტოსურათების გამოფენით დაიწყო.

შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის ვიცეპრემიერი და მთავრობის პრეს წარმომადგენელი ნუმან კურთულმუში და თქვა, რომ ნარკობიზნესთან ბრძოლა ტერორიზმთან ბრძოლის შემადგენელი ნაწილია.

“გაეროს, ეუროპოლის და ინტერპოლის მხრიდან შედგენილი მსოფლიო ნარკობიზნესთან ბრძოლის ანგარიშებით ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ა და მისი ხელმძღვანელები ორგანულად არიან დაკავშირებული ამ ბიზნესთან რა, ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდი დაფინანსებაც ნარკობიზნესიდან ხდება. პკკ-ას ხელმძღვანელები და მსოფლიო ნარკობარონები ხელიხელგადახვეულები დადიან და ერთმანეთს ეხმარებიან“, განაცხადა კურთულმუშმა და დაამატა, რომ მსოფლიოში ნარკოტიკების ვაჭრობიდან მიღებული წლიური მოგება 1,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ამ თანხის დიდი ნაწილი ტერ ორგანიზაციებს ეძლევა



მსგავსი ინფორმაციები