თრტ-ს დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

გამარჯვებულებს ჯილდოები გოქამ გადასცათ

492615
თრტ-ს დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს რიგით მერვე დოკუმენტური ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდა.

სტამბოლში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თრტ-ს გენერალურმა დირექტორმა შენოლ გოქმა განაცხადა, რომ მათი მიზანია დოკუმენტალისტიკის მხარდაჭერა, რომლის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება.

მისივე თქმით წლევანდელი კონკურსის თემა “ომი და იძულებითი მიგრაცია“ იყო და გასული წლის ოქტომბრის აქეთ სულ 480 ფილმი შემოვიდა რა, მათგან ჟიურიმ ფინალისათვის მხოლოდ 38 ფილმი შეარჩია.

მანვე  საერთშორისო კატეგორიაში საუკეთესო ფილმის ჯილდო რეჟისორ ალექსანდრა მაჩიუზეკის ფილმს “კასა ბლანკა“-ს გადასცა.

ეროვნულ პროფესიონალთა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ფილმმა სახელწოდებით “იემენი- სიმღერაში დარჩენილი საიდუმლოება“. 

ყველაზე საუკეთესო ფილმის ჯილდო თრტ-ს დირექტორთა საბჭოს წევრ რეჯეპ შაჰინის ფილმს, ეროვნულ პროფესიონალთა შორის კი სტამბოლის სავაჭრო პალატის ფილმს მიენიჭა.

ეროვნულ სტუდენტთა ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა მევლუტ ჩიფთჩის ფილმმა. რაც შეეხება საერთაშორისო კატეგორიაში, აქ მეორე ადგილი დაიკავა ჟან კოსმე დელალოს ფილმმა “მძევალი“, ხოლო კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სპეციალური პრიზი მიენიჭა ანნა მარიეკე გრააფმანის ფილმ “გორეს პროტოკოლს“



მსგავსი ინფორმაციები