დღეს, 23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღეა

ბავშვები, ეროვნული განათლების მინისტრ ნაბი ავჯისთან ერთად ყვავილის თაიგულით შეამკობენ ათათურქის მემორიალს

476477
დღეს, 23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღეა

დღეს, 23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტის და ბავშვთა დაცვის დღეა.

დღის განმავლობაში პირველი ცერემონიალი გაიმართება ანითკაბირზე. ბავშვები, ეროვნული განათლების მინისტრ ნაბი ავჯისთან ერთად ყვავილის თაიგულით შეამკობენ ათათურქის მემორიალს.

პარალელურად, ღონისძიება ჩატარდება პირველ მეჯლისზე და ბავშვები დაიკავებენ უფროსების სავარძლებს, გადაიბარებენ მისიებს. პირველი მიღება-გადაბარების ცერემონიალი გაიმართება განათლების სამინისტროში, შემდეგ ბავშვები გადავლენ ჩანქაიას რეზიდენციაში. მათგან ერთი გახდება პრემიერი. ბავშვებს მიიღებს პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, შემდეგ კი, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ისმაილ ქაჰრამანი.

დიდი ეროვნული მეჯლისი, 23 აპრილის სპეციალური დღის წესრიგით შეიკრიბება 14 საათზე.



მსგავსი ინფორმაციები