ბრუსელში ევროკავშირის სამიტი გრძელდება

დღეს მას დავუთოღლუც შეუერთდება

453241
ბრუსელში ევროკავშირის სამიტი გრძელდება

გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართა, რომელზედაც ლიდერებმა 7 მარტს არალეგალური მიგრაციის საკითხში თურქეთთან მიღწეულ შეთანხმებას მისცეს შეფასება და პრინციპში მხარი დაჭირეს და მოიწონეს ანკარის მხრიდან მათთვის წარდგენილი წინადადებები.

როგორც ვიუწყებოდით ბრიუსელს გაემგზავრა დავუთოღლუ და მას დილით საუზმიან შეხვედრას მოუწყობს ჯერ ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე დონალდ ტუსკი, შემდეგ კი მიღწეული შეთანხმების დავუთოღლუსთან და ტუსკთან ერთად ახლიდან განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და კიდევ ევროკავშირის როტაციული თავჯდომარე, ჰოლანდიის პრემიერი მარკ რუტტე.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქი პრემიერი ევროკავშირის სამიტს შეუერთდება და თუ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და მიიღებენ ერთმანეთის წინადადებებს, მაშინ, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

გუშინდელი სამიტის დასრულების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ანკარასთან მოლაპარაკებები მეტად რთულად ჩაივლის, რადგან, მათ თურქეთის წინადადებებში ზოგიერთი შესწორებები შეიტანეს და მას მიიღებს თუ არ მიიღებს ანკარა, ამის მიხვედრა შეუძლებელიაო



მსგავსი ინფორმაციები